პეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო იმ თამაშით, რაც გუშინ მისმა ფეხბურთელებმა აჩვენეს. გვარდიოლამ მიულოცა ტელიოს, კუენკას და დოს სანტოსს, ”რადგან ადვილი არაა წარმოაჩინო თავი ისე, როგორც მათ შეძლეს, განსაკუთრებით კი დიდი ზეწოლის დროს”.
”რეალ სოსიედადთან” დასრულებული მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლას მადლობა მოუხადა იმ 53.000 გულშემატკივარს, რომლებმაც გაბედეს ”ნოუ კამპზე” მისვლა და იყინებოდნენ მთელი მატჩის განმავლობაში. ”პატივს ვცემ და მადლობელი ვარ მათი”. შემდეგ მწვრთნელმა მიულოცა ტელიოს, კუენკას და დოს სანტოსს ”დიდებული მატჩისთვის, რომელიც მათ ჩაატარეს”. მწვრთნელმა ასევე სიხარული გამოხატა იმით, რომ ”ტრავმირებული ფეხბურთელები ნელ-ნელა გუნდს დაუბრუნდებიან”. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მის შემცირებულ შემადგენლობას დიდი ჯაფა ადგება.
ტელიო: ”ნამდვილი ვინგერი”
პეპ გვარდიოლამ ასევე პირველი გოლის ავტორზე ისაუბრა: ”ტელიო ნამდვილი ვინგერია, ძალიან სწრაფი. ის ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომლის პოვნაც ძალიან რთულია, ის ძალიან ახალგაზრდაა და დროთა განმავლობაში მეტს ისწავლის. მან დღეს დიდი სამუშაო შეასრულა”. ასევე მან დოს სანტოსი შეაქო: ”ორივე მათგანმა პასუხისმგებლობით ითამაშა. ახლა ისინი უკეთესი ფეხბურთელები არიან. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები გავხდით”.
ბოლოს კი როცა მწვრთნელს მესიზე შეეკითხნენ უპასუხა: ”ის მონდომებულია როგორც ყოველთვის. ის თავად ეძებს მოტივაციას. დღეს მას 4 გოლის გატანა შეეძლო. რამდენ ხანსაც ის თავს კარგად იგრძნობს მუდმივად ითამაშებს. დანის კარგი გადაცემის შემდეგ მან გასაოცარი გოლი გაიტანა”.



