პირველი გუნდის 15 წევრი, დოს სანტოსი, სერხი რობერტო და კრისტიან ტელიო ვარჯიშობდნენ დღეს ძლიერ სიცივეში. გუნდი ხვალ, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.
”ბარსელონამ” დღეს ღამით პრიმერაში, ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ბოლოსწინა ვარჯიში გამართა. პეპ გვარდიოლა პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 3 (დოს სანტოსი, სერხი რობერტო, კრისტიან ტელიო) ფეხბურთელთან მუშაობდა. სესიის დროს ძლიერი სიცივე იყო.
ვარჯიშის გმირი ერიკ აბიდალი იყო. მთელმა გუნდმა ვარჯიშის დაწყების წინ მას კლუბთან გახანგრძლივება მიულოცა.
გუნდი ”სოსიედადთან” მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე, ”ნოუ კამპზე” გამართავს.



