მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვალენსია” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ვალენსია” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ”ვალენსიასთან” მატჩი შეაფასა ისე, როგორც ”ყველაზე პრობლემური მატჩი მათ შორის, რაც აქ გაგვიმართავს”. ფრეს ის კარგ შედეგად მიიჩნევს, რადგან გუნდისთვის უკეთესია, როცა ”ნოუ კამპზე” მოგება აუცილებელია.

მწვრთნელი გვარდიოლასთვის ეს მე-5 მატჩი იყო ”მესტალიაზე”. მან აღიარა, რომ ”ვალენსია” არის გუნდი, რომლისგანაც ყოველ წელს მეტი პრობლემები იქმნება. ”ამ სტადიონზე ძალიან რთული მატჩი მშრალად დაასრულო”.

კარგი შედეგი განმეორებითი მატჩისთვის

გვარდიოლამ განაცხადა: ”უკეთესია ”ნოუ კამპზე” მაშინ თამაში, როცა იცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოგება შენ უნდა დაგრჩეს. თუკი გუნდმა პირველი შეხვედრა მოიგო ფეხბურთელებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ საქმე გაკეთებულია. თუმცა ეს ასე არ არის”.

გვარდიოლამ ასევე ახსენა ჩავი, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა: ”ჩავიმ უნდა დაისვენოს, დაისვენოს და კიდევ ერთხელ დაისვენოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში