მწვრთნელი რთული ვითარებიდან გამოსვლას განიხილავს როგორც ”საინტერესო გამოწვევას”, რაშიც მისი პროფესიის აზრი დევს. ის უსაზღვროდ ენდობა ფეხბურთელებს, რომლებიც მას ”აკვირვებენ” ყოველ ჯერზე, როცა ვერ იმარჯვებენ შეხვედრაში.
სამშაბათს, სამეფო თასის 1/2 ფინალური მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ყველას მოუწოდა, რომ სჯეროდეთ ამ გუნდის. მწვრთნელს სწამს, რომ გუნდი გადაარჩენს ამ სიტუაციას მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია და ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულაა: ”ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ წინ 18 მატჩია დარჩენილი და არა 5. ბევრი უკვე ლა ლიგას წაგებულად თვლის, მაგრამ მე ვერავინ დამარწმუნებს ამაში”.
”ეს საინტერესო გამოწვევაა”
ამ თემის გავრცობისას მწვრთნელი ხედავს, რომ ეს სიტუაცია შანს იძლევა, რომ ამ ფეხბურთელების ლეგენდა კიდევ უფრო დიადი გახდეს. ”ჩვენ უნდა მოვინდომოთ, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ეს არის გამოწვევა. ეს არის ის, რითაც შედგება ჩემი ფილოსოფია” – განაცხადა მწვრთნელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ლა ლიგა არ დასრულებულა, რომ შეუძლებელი არაფერია არც ჩემპიონთა ლიგაზე, არც სამეფო თასზე, თუმცა გუნდი უკვე ორი მატჩია ვერ იმარჯვებს. ”ნება მომეცით ვიფიქრო, რომ ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ. თუკი ვერ მოვახერხებთ ამას მეტოქეს მივულოცავთ” – განაცხადა პეპმა და გუნდის გამოსვლა პრიმერაში ქულით შეაფასა: ”ჩვენი შეფასება 8.5-9 არის 10 ბალიდან, თუმცა მეტოქე ლა ლიგას 9.5-10 ქულაზე ატარებს”.
რთულია ყველაფერი კარგად აკეთო დიდი ხნის მანძილზე
გუნდმა ბოლო დღეებში ბევრი კრიტიკა მიიღო ”ვილიარეალთან” ნათამაშები ფრის შემდეგ. ასევე მათ დიდი ნდომა და ამ სხვაობის აღმოფხვრის სრულიო რწმენა მიიღეს. ”ახლა არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ბევრ ადამიანს ჩვენი სჯერა. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ დიდი, დიდი, დიდი ხნის მანძილზე და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა რთულია ეს” – განაცხადა გვარდიოლამ და დაამატა: ”ფეხბურთელებმა ძალები უნდა მოიკრიფონ, რათა ასე თამაში გავაგრძელოთ. ისინი ძალიან ინანაბენ, თუკი ამას ვერ შეასრულებენ. ჩემს თავს ასეთი მომხდარა და ვიცი როგორია ეს. ჯერ ადრეა, რათა თავები დამარცხებულებად ჩავთვალოთ”.
შექება გუნდს იმისთვის, რომ მეტი სურს
ეს პეპ გვარდიოლას ძალიან ძლიერი პრეს-კონფერენცია იყო. გვარდიოლა მიიჩნევს, რომ გუნდი ძალიან მოტიივირებულია: ”ვილიარეალში ფეხბურთელები ისე დარბოდნენ, როგორც არასდროს. ჩვენ იქ გასარუჯად არ გავსულვართ. ისინი მაკვირვებენ მე, როცა ძალიან წუხდებიან, როცა ვერ იგებენ. მე ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი მათ მონდომებაში, მათ ფსიქოლოგიაში” – განაცხადა პეპმა და მათ მიერ 3 წელში მოგებული 13 ტიტული შეგვახსენა: ”თუკი ბურთს ძალიან ცოტა აკლდება კარში შესავარდნად ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მოვიგეთ და ახლა რაღაც მცირედი არ გვყოფნის” – ახსნა მან და მაგალითად ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირის ფინალი მოიყვანა, სადაც ჯოკოვიჩი და ნადალი იბრძოდნენ. ”მალიორკელ გაცოფებულ ხარს ქულის მოსაგებად სანტიმეტრები დააკლდა, რომელიც მას გამარჯვებასთან ძალიან ახლოს მიიყვანდა. არ ყოფნის რაღაც მცირედი, რაც დაბრუნდება და დაიწყება გამარჯვებები” – ასეთი იყო მწვრთნელი გზავნილი.
”ვალენსია” – შესანიშნავი ტესტი
მეტოქეზე საუბრისას პეპმა მხოლოდ საქებარი სიტყვები წარმოთქვა: ”ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ძალიან ძლიერი გუნდია ყველა პოზიციაზე. მათთან შეჯიბრი ყოველთვის კარგი ტესტია და ეს შეხვედრა არ იქნება გამონაკლისი. ისინი აგრესიულები, სწრაფები არიან და ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ”.
ტრანსფერი და მსაჯები
გვარდიოლამ ასევე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომელიმე ფეხბურთელის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა: ”ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ ამაზე, მაგრამ მე ძალიან ვაფასებ ფილიალის ბიჭებს და მათზე მინდა ნდომის მიცემა. ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებში ეჭვი არ მეპარება. თუკი პოზიციები შეგვითხელდება ამ ბიჭებს შანსს მივცემთ. კუენკა, სერხი რობერტო, დოს სანტოსი, ბარტრა, მონტოია… ყოვეკთვის, როცა ისინი თამაშობენ ძალიან კარგად ირჯებიან”.
მსაჯობის შესახებ გამართულ დებატებზე შეკითხვისას მწვრთნელმა განაცხადა: ”მე ვაგრძელებ ფიქრს, რომ ”ბარსა” მსაჯობაზე არ ჩივის. სხვა საკითხია ამ თემაზე საკუთარი აზრის გამოხატვა, იყო თუ არა პენალტი კონკრეტულ მომენტში,მაგრამ ვიცით, რომ შეცდომის უფლება აქვთ. მას შემდეგ, რაც მწვრთნელად ვმუშაობ ვცდილობ ვიფიქრო, რომ მსაჯები არ არსებობენ. პრეზიდენტი როსელი ჩვენი იდეოლოგიის სამაგალითო ნიმუშია მას შემდეგ, რაც აქ არის. ასეთივე იყო პრეზიდენტი ლაპორტა. ჩვენ მსაჯები თავის გასამართლებლად არასდროს გამოგვიყენებია. ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ მსაჯობის სისტემას, მე არ მაქვს საწუწუნო, რადგან არა საკუთარ თავს, არამედ კლუბს წარმოვადგენ”.