მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონას” ოფიციალური საიტი გვთავაზობს 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გვწამდეს გუნდის ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონობა მიუხედავად იმისა, რომ ”რეალთან” ჩამორჩენა 7 ქულაა.

”ვილიარეალთან” ნათამაშებმა ფრემ გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ჩამორჩენა ლიდერთან 7 ქულაა, რომელიც ძალიან ცოტა ქულებს კარგავს. ნებისმიერი სხვა გუნდისთვის ჩემპიონობაზე ფიქრი უკვე წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდისთვის ძეუძლებელი არაფერია. და გუნდს აქვს მიზეზები, რათა გამარჯვების იმედი ჰქონდეს.

გუნდი იღებს გამოწვევას

გვარდიოლას ”ბარსელონა” დანებებას არ აპირებს და შეიძლება ამ სხვაობის აღმოფხვრა ლიდერთან ისეთი დიდი გამოწვევა იყოს, რომელიც ”პეპ თიმს” არ ჰქონია. ბოლოს 3 წლის განმავლობაში ”ბარსამ” 16 შესაძლოდან 13 ტიტული მოიგო. მათ შორის ლა ლიგის 3 ტიტული, სადაც ”ბარსელონას” ყოველ ჯერზე ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ვიზიტი უწევდა, სანამ გაინაღდებდა ჩემპიონობას. ახლა საქმე სხვაგვარადაა, ”ნოუ კამპზე” ვიზიტი ”რეალს” ელის.

შინაური კედლის სიძლიერე

”ბარსელონა” სახლში შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს: 10 მატჩიდან გუნდმა 9 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამასთანავე გაიტანა 43 გოლი და გაუშვა 2. საკუთარ ისტორიაში პირველად ”ბარსელონამ” პრიმერას საწყისს 9 საშიანო მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

გასვლითი მატჩების შედეგი გასაუმჯობესებელია

მეტოქეების მოედნებზე საქმე სხვაგვარადაა: გუნდმა 5 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 1 წააგო, შესაძლო 30 ქულიდან აიღო 17 ქულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გასვლით მატჩებში მეორე საუკეთესო შედეგია სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ სეზონებში გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქოდნა. თუკი ”ბარსა” დარჩენილ 9 გასვლით შეხვედრას მოიგებს მაში გუნდი რეკორდს დაამაყარებს და 13 შეხვედრას მოიგებს სტუმრად.

ტრავმირებულების დაბრუნება

ფეხბურელების დაკარგვა ბოლო მატჩებში გუნდს ძვირად დაუჯდა. თუმცა მალე იგეგმება ანდრეს ინიესტას დაბრუნება. ანდრესზე სწრაფად დაბრუნდება პედრო როდრიგესი, რომლის გამოჯანმრთელება ტრავმის აღდგენის სისწრაფეზეა დამოკიდებული. ასევე დაბრუნდება სეიდუ კეიტა. სეზონის ბოლოდ კი გუნდს ჯერ იბრაჰიმ აფელია, შემდეგ კი დავიდ ვილია დაუბრუნდება.

ისტორია ამბობს

გვარდიოლას მწვრთნელობისას ”ბარსელონამ” შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. კლუბის ისტორიაში კი გუნდი იმაზე რთულ სიტუაციებში იყო, ვიდრე ახლაა. გავიხსენოთ 2 არაჩვეულებრივი ჩემპიონობა 1991/92 და 1992/93 სეზონებში, რომლის დროსაც გულშემატკივრებმა თითქმის გულის შეტევები მიიღეს. ასევე არ დავივიწყოთ შესანიშნავი 2003/04 სეზონი, საიდანაც იწყება ”ბარსელონას” ბწრყინვალე და ახალი გზა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში