ადამიანი, რომელმაც თავი ერთ სეზონში შეგვაყვარა – იგი ყველამ მიივიწყა. აღარსად იდება სტატიები მის შესახებ. ამის პირველი და მთავარი მიზეზი გუახსეს ტრავმაა. მე მინდა ერთი წუთით მაინც გაგახსენოთ ის. ვილიას შესახებ ის ვიცით მარტო, რომ მან უკვე დაიწყო აღდგენითი ვარჯიშები. დამეთანხმებით, რომ გუახეს ასეთი მონდომება ძალიან დასაფასებელია. ჩემი აზრით, ბევრი მის ადგილზე ამას ვერ იზავდა. მოდით ახლა ყველამ ერთად ვნახოთ გუახეს მიღწევები და ასევე გავიხსენოთ, თუ როგორ მოხვდა ის ‘’ბარსაში’’.
დავიდ ვილია სანჩესი მეტსახელი: ელ გუახე (ბავშვი) ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მან თავისი პროფესიონალური კარიერა ხიხონის “სპორტინგში” დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, ვილია “რეალ სარაგოსაში” გადავიდა, სადაც მას ‘’ლა ლიგის’’ დებიუტი ჰქონდა და პირველი სერიოზული ტიტულები – ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კატალონიურ კლუბში გადმოსვლამდე, ვილია “ვალენსიაში” თამაშობდა.
სანდრო როსელმა, თავის პრეზიდენტობის განმავლობაში, ვილიას სახით ყველაზე დიდი და კლუბისთვის სასიკეთო ტრანსფერი განახორციელა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მის შესაძლებლობებში უკვე აღარავის ეჭვი აღარ ეპარება.
ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=DwSR9UAFgTc]
”ის ხომ გუახეა”
[media=http://www.youtube.com/watch?v=SzzKUouyrS4]
”მან ეს შეძლო”
[media=http://www.youtube.com/watch?v=7puWCNbor7E]
მე ამ სტატიას ამ სიტყვებით დავასრულებ: Mucha Fuerza Guaje.
პ.ს. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სერგის დახმარებისათვის. ასევე თავს უფლებას მივცემ და მინდა ეს სტატია ანის (villana-ს) მივუძღვნა.


