გუშინ ღამით სამეფო თასის 1/2 ფინალში გასვლის შემდეგ დღეს დილით ”ბარსელონამ” ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე განაახლა. სესიაზე არ იმყოფებოდნენ ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი. გუნდს ახალ სავარჯიშო ფორმები აქვს.
დღევანდელ ვარჯიშზე ბევრი ბედნიერი სახე იყო მას შემდეგ, რაც გუშინ სამეფო თასის 1/2 ფინალში გასვლა გაინაღდა გუნდმა. ამ ტიტანურმა ბრძოლამ გუნდს ბევრი ძალა წაართვა და დილით ფეხბურთელები აღდგენით ვარჯიშებს ასრულებდნენ. ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი, ”რეალთან” დაშავებული ფეხბურთელები სესიაზე არ იმყოფებოდნენ.
ნარინჯისფერი ფორმა
გუნდთან ერთად ფილიალის 6 ფეხბურთელი ვარჯიშობდა – სერხი რობერტო, კუენკა, დოს სანტოსი, ტელიო, ბალიუ და როსელი. ფეხბურთელებს ახალი, ნარინჯისფერი ფორმა ეცვათ, რომელმაც წინა, ყვითელი ფერის ფრომა ჩაანაცვლა.
ეს იყო პირველი სავარჯიშო სესია შაბათს, ”ვილიარეალთან” გასამართ შეხვედრამდე.
[media=http://www.youtube.com/watch?v=nag-Xf1Za6c]



