სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ ”ბარსელონას” ორი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი დაშავდა.
”ბარსელონას” თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ლავიწის დაზიანების გამო 1-2 კვირას გამოტოვებს. ტრავმა მან 78-ე წუთზე, პეპესთან შეჯახების შემდეგ მიიღო, რის შემდეგაც მოედანი დატოვა.
მატჩის 29-ე წუთზე ალვარო არბელოასთან შეჯახების შემდეგ ცუდად დაეცა ანდრეს ინიესტა, რომელმაც კუნთის დაზიანება მიიღო. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ ტრავმის გამო ანდრესს 2 კვირა გაუცდა.



