მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონამ გვარდიოლაზე ისაუბრა

მარადონამ გვარდიოლაზე ისაუბრა

“ალ ვასლის” მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ისაუბრა კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე. არგენტინელის აზრით პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს:

 

“ვფიქრობ, როდესაც გვარდიოლა კლუბს დატოვებს, იგი მილანის “ინტერის” მწვრთნელი იქნება. პეპი  შესანიშნავი სპეციალისტია, რომლის განკარგულებაშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან,” განაცხადა დიეგო არმანდო მარადონამ.

 

ცნობისთვის ლეგენდარული დიეგო “ბარსელონას” ღირსებას 1982/84 წლებში იცავდა და “პრიმერაში” ჩატარებულ 36 შეხვედრაში 22 გოლის გატანა შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში