
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგფურ ეტაპზე გამართული მატჩის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრები მშვენიერ ხასიათზეა და შემდგე მატჩს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ჩაატარებს. მარადონა ჟურნალისტებს გაესაუბრა მესისთან დაკავშირებით, მისი პრესკონფერენცია თითქმის მხოლოდ ამ ფეხბურთელს დაეთმო.
“ჩვენ ვისაუბრეთ თამაშის წინ და მე ლიონელს ვთხოვე, რომ მას მატჩის განმავლობაში რაც შეიძლება დიდ ხანს ქონოდა ბურთი.” განაცხადა მარადონამ.
“როცა ის გენიალურად აგორებდა ბურთს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ჩვენ ყველა აღტაცებულნი ვადევნებდით მას თვალს სათადარიგოთა სკამიდან.
თუკი მწვრთნელი არ ეცდება ბურთმა მუდამ მესის გარშემო იტრიალოს, ეს იგივე იქნება, რომ ბავშვს შოკოლადი დაუმალო. მესი მაგიურად მოქმედებდა მთელი თამაშის მანძილზე.”
გაბრიელ ჰეინცეს უძლიერესი თავურით არგენტინამ შეძლო თამაშის მოგება მაგრამ ეს არ იყო დამაჯერებელი ანგარიში.
“იმედი მაქვს, რომ ჩემი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ არგენტინის ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა გულის გასახარად.”
49 წლის ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ მადლობა გადაუხადა “ელის პარკზე” შეკრებილ გულშემატკივრებს: “ისინი ჩვენთვის დამატებითი ძალა იყვნენ მთელი მატჩის განმავლობაში.”
soccerway.com

