workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა გვარდიოლას და რამალიეტს გაუთანაბრდა

ინიესტა გვარდიოლას და რამალიეტს გაუთანაბრდა

”მალაგასთან” ანდრეს ინიესტამ ”ბარსას” მაისურით 384-ე შეხვედრა გამართა. ამ მიღწევით ის ამჟამინდელ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას და გუნდის ყოფილ მეკარეს, ანტონიო რამალიეტს გაუთანაბრდა.

ანდრეს ინიესტა საკუთარი სახელის ისტორიაში ჩაწერას აგრძელებს. გუშინ, ”ლა როსალედას” სტადიონზე ”ბარსას” მაისურით მან 384-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რაც ადრე ხოსეპ გვარდიოლამ და ანტონიო რამალიეტსმა შესძლეს. სამივე მათგანი მე-12 პოზიციას იყოფს იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული ”ბარსას” რიგებში.

78 გადაცემიდან 71 სწორი იყო

”მალაგასთან” მატჩში ანდრესმა ჩინებულად ითამაშა. 78 გაკეთებული გადაცემიდან 71 ადრესატამდე მივიდა, ასევე მას გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდა. მას ანგარიშის გახსნა უკვე მე-6 წუთზე შეეძლო, თუმცა ბოლომდე ვერ გაუგო ადრიანოს. 23-ე წუთზე უძლიერესი დარტმის შემდეგ ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმში გვარდიოლამ ფეხბურთელის სამეფო თასის მატჩისთვის შენახვა გადაწყვიტა, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. 72-ე წუთზე ინიესტა პედრომ შეცვალა, რომელიც ახლახანს დაუბრუნდა გუნდს ტრავმის შემდეგ.

ინიესტას 384 მატჩი

ინიესტამ 384 მატჩი გუნდში გატარებულ 10 სეზონში ითამაშა. ლა ლიგაში მან 257 მატჩი ჩაატარა, 73 ჩემპიონთა ლიგაზე, 38 სამეფო თასზე, 6 ესპანეთის სუპერთასზე, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 3 უეფას თასზე და 2 ევროპის სუპერთასზე. სულ მან 37 გოლი გაიტანა.

ინიესტას შემდეგი სამიზნეებია ასენსი (394 მატჩი), რიფე (397), ალესანკო (400) და სეგარრა (402).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward