მსოფლიოს 4 ჩემპიონი სათადარიგო სკამზე
პუიოლი, სესკი, ჩავი და პედრო როგორც მოსალოდნელი იყო მატჩის განაცხადში მოხვდნენ, თუმცა ისინი სათადარიგო სკამზე ისხდნენ.
სერხი რობერტო განაცხადს მიღმა
სერხი რობერტო გახდა ის ფეხბურთელი, რომელიც პეპ გვარდიოლამ მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა.
”მხოლოდ” 6 კანტერანო ძირითადში
სხვა გუნდებში ამის წარმოდგენა რთულია, თუმცა ამ მატჩში როტაციის გამო ”ბარსელონას” ძირითადში ”მხოლოდ” 6 კანტერანო იყო.
ტიაგო კვლავ ძირითადში
მიმდინარე სეზონში კანტერანო მხოლოდ 4 მატჩში არ გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში
მესი გოლებს დედას უძღვნის
ზუსტად ერთი წელი გავიდა დიდი პოლემიკის შემდეგ, როცა ლეო მესის მაისურის აწევის და დედაზე დაბადების დღის მილოცვის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყვითელი ბარათა და ფინანსური სანქცია დააკისრა. ამჯერად არგენტინელი ფრთხილი იყო და დედისთვის დაბადების დღის მილოცვა მხოლოდ ჰეთ-ტრიკით შეძლო.
ინიესტა გვარდიოლას გაუთანაბრდა
”ლა როსალედაზე” ანდრეს ინიესტამ ”ბარსას” რიგებში 384-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ შედეგით ის მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაუტოლდა.
ლაზერი ტრიბუნებიდან
დანი ალვესი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო, რომლებიც ”ლა როსალედას” ტრიბუნებიდან ”დააბრმავეს”
მგზავრობის რეკორდი
ჩარტერული რეისით მალაგაში 57 გულშემატკივარი ჩაფრინდა. იმ ფაქტმა, რომ ”ბარსა” წინა დღით ჩავიდა მალაგაში (რაც გვარდიოლას ერაში უჩვეულოა) ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ოვაციები ინიესტას
მატჩის ბოლოს ანდრეს ინიესტა პედრო როდრიგესმა შეცვალა, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ანდრესს ესპანეთის ნაკრებში კარგი თამაში დაუფასეს და აპლოდისმენტებით გააცილეს მინდვრიდან.
გვარდიოლა: ჩავის და პედროს შორის
სათადარიგო სკამზე პეპ გვარდიოლა გაესაუბრა ჩავის, რათა მიეღო გადაწყვეტილება, თუ ვინ შეცვლიდა ინიესტას. საბოლოოდ მოედანზე პედრო შევიდა.
მესი ტიტულების კოლექციონერი
რამდენიმე კვირის წინ ლეოს მამა აღიარა, რომ ”მალე სახლის გაფართოვება მოგვიწევს, რათა ლეოს ტიტულები დავატიოთ”. ამ მატჩის დასრულების შემდეგ კი ლეომ ის ბურთი წაიღო შინ, რომლითან ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო.



