მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონა” მალაგაში გუშინ, ადგილობრივი დროით 20:15 საათზე ჩავიდა, სადაც დღეს ადგილობრივ ”მალაგას” დაუპირისპირდება ”ლა როსალედაზე”.

”ბარსელონა” ჩავიდა ანდალუსიის ქალაქში, რათა ითამაშოს პრიმერას გადადებული პირველი ტური და დაასრულოს ჩემპიონატის პირველი წრე მანუელ პელეგრინის გუნდთან თამაშით. დირექოტრები, პილარ გუინოვარტი და ტონი ფრეიშა ”ბლაუგრანას” დელეგაციაში იმყოფებოდნენ. ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ფაუსი გუნდს კვირას შეუერთდება. გვარდიოლამ მატჩის განაცხადში 19 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის პედრო, რომელსაც ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს. თვითმფრინავი ”ეს-პრატის” აეროპორტიდან 19 საათზე გაფრინდა და მალაგაში 20:15 საათზე დაეშვა.

ჩაფრენის შემდეგ გუნდი სასტუმრო ”NH Málaga hotel”-ში დაბინავდა, სადაც მატჩის დაწყებამდე იქნებიან. შეხვედრა ”ლა როსალედაზე” 18 საათზე დაიწყება.

პრიმერას გასვლით მატჩებში მიმდინარე სეზონში ეს მეორე შემთხვევაა, როცა გუნდი მატჩის გამართვამდე წინა დღით მიემგზავრება. ეს პირველად ლა ლიგის მესამე ტურში, ”რეალ სოსიედადთან” მატჩში მოხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში