მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მცველმა, კეპლერ პეპემ განაცხადა, რომ მას განგებ არ დაუბიჯებია წაქცეულ ლიონელ მესის ხელზე ფეხი. პეპემ ბოდიშიც კი მოუხადა მესის:
“მე არასოდეს არ ვცდილობ, რომ რომელიმე ფეხბურთელს რამე დავუშავო. მესის ეპიზოდთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს განგებ არ ჩამიდენია. თუ ლიონელ მესი ნაწყენია ჩემზე, ბოდიშს ვუხდი მას. მოედანზე ყოველთვის დიდი შემართებით ვთამაშობ, მაგრამ არ ვცდილობ, რომ ვინმეს ტრავმა მივაყენო,” განაცხადა პეპემ.
ცნობისთვის გუშინდელი მატჩი კატალონიელებმა 1-2 მოიგეს და საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.



