კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და “პარიზ სენტ ჟერმენის” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ანდრადე მაქსველმა ისაუბრა კლუბიდან წასვლის მიზეზებზე და ასევე დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი:
“ბარსელონაში” დარჩენა ძალიან ადვილი იყო. პარიზში დიდი გამოცდა მელის. აქ მაქვს შანსი, რომ უფრო გავაუმჯობესო თამაში. “პსჟ-ს” ძალიან დიდი მომავალი აქვს. მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი? რა თქმა უნდა ერიკ აბიდალი,” განაცხადა მაქსველმა.
ცნობისთვის “ბარსას” ყოფილ მცველს, “პსჟ-ში” დებიუტი უკვე ჰქონდა “ტულუზას” წინააღმდეგ.



