სამეფო თასის 1/4 ფინალური მატჩის სტატისტიკა კარგად აჩვენებს, თუ როგორ დომინირებდა ”ბარსა” მადრიდის ”რეალთან” მატჩში.
– ”ბარსას” ბურთის ფლობა უდიდესი მეტოქის სტადიონზე 72% იყო.
– საერთო ჯამში ”ბარსამ” 744 სწორი გადაცემა გააკეთა, ”რეალმა” 234.
– ჩავის 140 გადაცემიდან 122 სწორი იყო. ბუსკეტსმა 117 გადაცემიდან 109 შეასწულა სრული სიზუსტით. ”რეალის” საუკეთესო მეპასე ჩაბი ალონსო იყო, 40 გადაცემიდან ადრესატამდე 35 მივიდა.
– სტუმრებმა კარისკენ 10-ჯერ დაარტყეს, მასპინძლებმა 5-ჯერ.
– მოურინიოს გუნდი 20-ჯერ დაჯარიმდა, გვარდიოლას 12-ჯერ. მადრიდელებმა მეტი ყვითელი ბარათიც მიიღეს – 4, ”ბარსამ” კი 3.
– ”რეალმა” 1 კუთხური მოაწოდა, ”ბარსამ” 8.
– პუიოლის კუთხურის შემდეგ გატანილი გოლი ძალიან გავდა ამავე სტადიონზე, 2009 წელს 2:6 დასრულებულ მატჩში გატანილ გოლს.
– კუთხური კვლავ ჩავიმ მოაწოდა, რომელსაც 1 კლასიკო აშორებს ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტჯერ ნათამაშებ ფეხბურთელამდე, ჟოან სეგარამდე.
– აბიდალმა ”ბარსას” რიგებში მეორე გოლი გაიტანა. წინა გოლი მან გასულ სეზონში, ასევე თასზე ”ატლეტიკს” გაუტანა.
– ლეო მესიმს ”ბარსას” რიგებში მე-300 მატჩი გამართა და ეს იუბილე შესანიშნავი საგოლე გადაცემით აღნიშნა.
– ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ გუნდებს შორის თანაფარდობა ტოლია. ორივე გუნდს 86 მოგება აქვს, ფრე კი 45-ჯერ დაფიქსირდა.
– ბოლო ვიზიტებიდან ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ”რეალი” 4-ჯერ დაწინაურდა, თუმცა 3-ჯერ დამარცხდა და 1 მატჩი დასრულდა ფრედ.
– მიმდინარე სეზონში ”ბარსას” 18 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი.
– ხერარდ პიკემ ბურთი ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ დაიბრუნა.


