– დღევანდელი კლასიკო რიგით 217-ე იქნება. ამჟამად სტატისტიკა ”რეალის” სასარგებლოდაა (86 გამარჯვება, 45 ფრე და 85 მარცხი), თუმცა ხოსეპ გვარდიოლას პერიოდში ”ბარსამ” დიდი პროგრესი განიცადა (8 მოგება, 3 ფერ და 1 მარცხი).
– ”ბარსას” გამარჯვების შემთხვევაში გუნდებს შორის თანაფარდობა 79 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება.
– ბოლოს ”რეალმა” კატალონიელებს დაწევის საშუალება 1933 წელს მისცა, როცა 16 გამართული კლასიკოს შემდეგ სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 6-4-6.
– ”ბარსა” და ”რეალი” ერთმანეთში ესპანურ გუნდებს შორის ყველაზე მეტჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 22 იანვარს კლასიკოზე დაწევა შეეძლო ”რეალისა” და ”ატლეტიკის” მატჩს, რომელიც 216-ე იქნება, თუმცა ”ბარსა” და ”რეალი” თასზე შეხვდნენ და მადრიდულ-ბასკური დაპირისპირება უკან დარჩა.
– ”ბარსამ” და ”რეალმა” 22 ორმატჩიანი დუელი გამართეს. 10 სამეფო თასზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე, 4 ევროთასებზე და 3 კოპა დე ლა ლიგაზე. ”რეალი” შემდეგ ეტაპზე 12-ჯერ გავიდა, ”ბარსა” 10-ჯერ. სამეფო თასზე თანაფარდობაა – 5:5.
– ეს 2011/12 წლის მე-4 კლასიკოა. მე-5 კლასიკო შემდეგ კვირას გაიმართება. გუნდების გეგმაში პრიმერას კლასიკოც შედის. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სეზონში დამყარდება ერთ სეზონში ჩატარებული კლასიკოების რეკორდი. წინ მიღწევა, 5 კლასიკო ერთ სეზონში გასულ სეზონში დაფიქსირდა.
– ”ბარსას” და ”რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრის შანსი არ დაუკარგავთ, ასე რომ წინ შეიძლება მათი კიდევ 2 დაპირისპირება გველოდეს. თეორიულად მაქსიმალური რაოდენაბ ერთ სეზონში 9 კლასიკოა, მაგრამ გუნდები ევროპის სუპერთასზეც უნდა შეხვდნენ.
– ”ბარსა” ”ბერნაბეუზე” ბოლო 6 ვიზიტიდან არცერთში დამარცხებულა, მათ 4 მატჩი მოიგეს. ეს ყველაზე გრძელვადიანი დაუმარცხებელი სერიაა ”ბერნაბეუზე”. ადრე 6 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ”ბერნაბეუზე” ჰქონდა ”ვალენსიას” (1942-46 წლები). 2 მოგება და 4 ფრე.
– კლასიკოებში ნაჩვენები 9 წითელი ბარათიდან 7 ”რეალის” ფეხბურთელებს ერგოთ.
– ჟოზე მოურინიო ”ბარსას” ”ჩელსის”, ”ინტერის” და ”რეალის” მწვრთნელის რანგში 18-ჯერ დაუპირისპირდა და მისი გუნდიდან ფეხბურთელი 10 შეხვედრაში გააძევეს.
– ამ 18 მატჩიდან მოურინიომ მხოლოდ 4 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.
– ”რეალმა” ბოლო 23 მატჩიდან 22 მოიგო. ერთადერთი წარუმატებლობა 10 დეკემბერს იყო, როცა ”ბერნაბეუზე” ჩასული იყო ”ბარსა”.
– ”რეალმა” კოპა დელ რეის 9 მატჩი მოიგო ზედიზედ. ბოლოს თასზე ”რეალი” დაამარცხა ”ლევანტემ”, თუმცა პირველი მატჩი ”რეალს” 8:0 ჰქონდა მოგებული.
– მიმდინარე წლის 30 შეხვედრაში ”რეალმა” 97 გოლის გატანა შეძლო, საშუალოდ 3.23 გოლი მატჩში.
– ”ბერნაბეუზე” ბოლო 16 მატჩიდან 14-ში ”რეალმა” როგორც მინიმუმ 3 გოლის გატანა შეძლო. ერთადერთი კლუბი, რომელიც ამას გადაურჩა ”ბარსელონა” არის (ესპანეთის სუპერთასი 2:2 და პრიმერა 1:3).
– კრიშრინუ რონალდუმ ”ბარსას” 13 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუტანა. 10-ჯერ კატალონიელებს ის ”რეალში” თამაშისას დაუპირისპირდა, 3-ჯერ ”მანჩესტერ იუნაიტედის”.
– კრიშტიანუ რონალდუმ, ქარიმ ბენზემამ და გონსალო იგუაინმა წელს ჯამში 60 გოლი გაიტანეს. 26 პორტუგალიელის ანგარიშზეა, 16-16 არგენტინელის და ფრანგის.
– ”ბარსას” ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული თასი – 25-ჯერ. ”ატლეტიკი” მეორე პოზიციაზე იმყოფება (23 მოგება), ”რეალი” კი მესამეზე (18).
– ”ბარსამ” სამეფო თასზე წელს ყველაზე მეტი, 16 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე მესამე დივიზიონის გუნდი, ”მირანდესია” 7 მატჩში 13 გატანილი გოლით. ”რეალი” მესამე ადგილს ”დეპორტივოსთან” იყოფს 11 გატანილი ბურთით.
– მიმდინარე სეზონის 33 მატჩში ”ბარსამ” 106 გოლის გატანა შეძლო – 3.21 გოლი საშუალოდ მატჩში.
– ლეო მესიმს 16 კლასიკოში 13 გოლის გატანა შეძლო. ”ბარსას” ფეხბურთელებიდან კლასიკოში მასზე მეტი გოლი გატანილი მხოლოდ სესარ როდრიგესს აქვს, რომელმაც ”რეალი” 14-ჯერ დაამწუხრა.
– მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე 33 გოლია. ”ბარსას” მეორე სნაიპერი სესკ ფაბრეგასია 14 გოლით. მისი პირადი რეკორდი 2009/10 სეზონში 19 გატანილი გოლია: 15 პრემიერ-ლიგაში და 4 ჩემპიონთა ლიგაზე.
– ”ბარსას” კარლეს პუიოლის მონაწილეობით ბოლო 50 მატჩში არ წაუგია. კაპიტანმა ბოლოს მარცხი 2010 წლის 20 აპრილს განიცადა, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ინტერთან” წააგო.
– ვიქტორ ვალდესი ყველა ტურნირზე ერთად კლასიკოებში უკვე 11 მატჩია არ აგებს, რითიც ყველა დროის რეკორდი დაამყარა. პუიოლი 9 დაუმარცხებელი მატჩით მეორე ადგილზე იმყოფება.
– მატჩის დღეს ხოსეპ გვარდიოლა 41 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის იქნება მესამე მწვრთნელი, რომლის დაბადების დღეზე კლასიკო გაიმართება. ”ბარსას” მწვრთნელმა, ენრიკე ორისაოლმა 1961 წლის 26 მარტს დათმო ”რეალთან” მატჩი. მწვრთნელს 39 წელი უსრულდებოდა. 2007 წლის 23 დეკემბერს, ბერნდ შუსტერმა 48-ე დაბადების დღეზე კლასიკოში გაიმარჯვა, თანაც გასვლით მატჩში.



