გერმანიის ნაკრებისა და ლევერკუზენის “ბაიერის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ბერნდ შნაიდერმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალზე მატჩზე, სადაც “ბაიერი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. გერმანელი ფეხბურთელის აზრით, მის ყოფილ გუნდს ძალიან ცოტა შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის:
“რა თქმა უნდა “ბაიერის” შანსები ძალიან მცირეა. თუ შევხედავთ მის მეტოქეს, ძნელი წარმოსადგენია შემდეგ ეტაპზე გასვლა. “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია და მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლება,” განაცხადა ბერნდ შნაიდერმა.
