კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი “ბერნაბეუზე” მოსაგებად ჩავა და შეუტევს.
“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან თუ ვინმემ იცის ბევრი რამ “რეალთან” დაპირისპირებაზე, ეს პირველ რიგში ჩავი ერნანდესია, რომელიც 13 წელია კლუბის ღირსებას იცავს: ” ჩვენ ისევე ვიბრძოლებთ, როგორც ყოველთვის. ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა ჩავიდეთ ფრისათვის. გუნდი საკუთარ სტილში ითამაშებს და შევეცდებით ბევრი გოლის გატანას. სტუმრად რაც უფრო მეტს გაიტან, მით უკეთესია.“
ჩავის თქმით ამ მატჩებისთვის, გუნდი ძალიან მოტივირებულია: “ ეს შეხვდრები დამატებით მოტივაციას გვმატებს და გუნდი ყველანაირად მზადაა.”
ჩავიმ ასევე კომენტარი გააკეთა, მოურინიოს გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე: “ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, თამაშობენ საოცარ ფეხბურთს და ჰყავთ უძლიერესი ფეხბურთელები.”
ამ შეხვედრაში მონაწილეობას მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელები მიიღებს. ერთ-ერთმა საუკეთესომ ისაუბრა დანარჩებ ორ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე:“ლეო განსაკუთრებული ფეხბურთელია. იგი ამ შეხვედრებში იზრდება და სიამოვნებს თამაში.” რაც შეეხება რონალდუს: ” შემტევები გოლის გასატად თამაშობენ, მაგრამ ხანდახან გაწბილებულები რჩებიან. ეს ფეხბურთელი უამრავ ბურთს იტანს.”
ერნანდესის აზრით ფიფას 2011 წლის გუნდში ბუსკეტსიც უნდა მოხვედრილიყო: ” ის აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო საუკეთესო თერთმეტეულში. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და თითქმის არ უშვებს შეცდომებს, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. გუნდში ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“
ბოლოს ჩავი არბიტრების საკითხსაც შეეხო. მოგეხსენებათ ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში, მსაჯმა კატალონიელების სასარგებლოდ 100%-იანი პენალტები არ დანიშნა:“ამ სეზონში მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან, მაგრამ შარშან ასე არ ხდებოდა,” განაცხადა ჩავიმ.
