მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
50 მატჩი წაუგებლად პუიოლთან ერთად

50 მატჩი წაუგებლად პუიოლთან ერთად

მას შემდეგ, რაც პუიოლი დაუბრუნდა მოედანს, მხოლოდ პოზიტიური შემატა გუნდს. რამდენჯერმაც კაპიტანმა “ბარსას” მაისურით ითამაშა, არცერთხელ არ დამარცხებულა “ბარსელონა”. 42 გამარჯვება და 8 ფრე.

 

გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კარლეს პუიოლს 50 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა აქტივში. ბოლო მარცხი კაპიტანმა 2010 წლის 20 აპრილს, მილანის “ინტერთან” განიცადა. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას შეგირდები ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდთან 1:3 დამარცხდნენ გასვლაზე.

 

20 თვე

 

“ინტერთან” მატჩის შემდეგ გუშინდელი გამარჯვებით “ბეტისთან”, კატალონიის “ბარსელონას” დაუგროვდა 42 გამარჯვება და 8 ფრე ბოლო 50 მატჩში, რომელშიც კარლეს პუიოლმა მონაწილეობა მიიღო. ამ ბრწყინვალე სტატისტიკის შედგენა დაიწყო 20 თვის წინ. 2010 წლის 20 აპრილის შემდეგ, პუიოლი დაუმარცხებლად ატარებს თავის შეხვედრებს. 33 წლის პუიოლმა გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ დაუბრუნდა მოედანს და გვარდიოლასთვის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. 50 წაუგებელი შეხვედრა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში