”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის გაჩენილმა 5 ქულიანმა სხვაობა servifutbol.com-ის ჟურანლისტების ამ აქტუალურ შეკითხვაზე საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მისცა.
ტონი კუენტერო: ”ესპანეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ სიტუაციაში გვარდიოლას გუნდის ჩამორჩენა სერიოზულად გამოიყურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ”რეალი” ასე გააგრძელებს პეპ გვარდიოლას მეოთხედ პრიმერას არ მოაგებინებს. მოურინიოს გუნდი მეტოქეებს ანადგურებს (”ბარსას გარდა). რთულია წარმოდგენა, თუ სად დაკარგავს ”რეალი” ქულებს. ყველაზე რთულ მატჩებშიც კი ისინი ახერხებენ თამაშის შემოტრიალებას. ”ბარსა” კი ამ დროს აგრძელებს წაფერხებას, როცა საქმე გასვლით მატჩებს ეხება. პირველ ადგილზე გადასასვლელად ”ბარსას” ყველა მატჩის მოგება სჭირდება და უნდა დაელოდოს ”რეალის” 2 წაფერხებას: ანუ ყველაფერი კატალონიელებზე დამოკიდებული არაა. დიახ, ”რეალმა” უნდა იფიქროს ”ნოუ კამპზე” თამაშზე, თუმცა ეს მატჩით ”ბარსას” გარანტირებულად პირველ ადგილს ვერ მოუტანს.
ახლა ძალიან რთული ჩემპიონაზე საუბარი, თუმცა 5 ქულიანი სხვაობა დავიწყება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ახლა უპირატესობა ”რეალს” აქვს, ”ბარსამ” კი ორ ფრონტზე უნდა იმუშაოს: გაიმარჯვოს თითქმის ყველგან და დაელოდოს მოურინიოს შეცდომებს”.
ელენა ფერნანდესი: ”მიუხედავად 5 ქულიანი სხვაობისა ჩემპიონობის ბედი გადაწყვეტილი არაა. წინ 21 ტურია დარჩენილი და ”რეალს” ისეთი გასვლები ელის, როგორებიცაა ”სან მამესი”, ”რეინო დე ნავარა”, ”ვისენტე კალდერონი” და ”ნოუ კამპი”. თუკი ”ბარსა” კლასიკოში გაიმარჯვებს სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება და ”რეალს” არა თუ წაგების, ფრის თამაშის უფლებაც აღარ ექნება. ნუთუ თქვენ გჯერათ, რომ ”რეალი” მუდმივად მოიგებს? დიახ, მისი შეტევა ძლიერია, თუმცა დარჩენილ 21 ტურს ასეთ ტემპში ჩაატარებს? რა თქმა უნდა არა. ყველაფერი ეს პირიქით ”ბარსელონას” მოუმატებს ყურადღბას, რომელსაც წაფერხების უფლება აღარ აქვს. წინ ბევრი მატჩია და ტიტულისკენ გზა გრძელია. ამ გზაზე ყველას მოუწევს დაღლილობასთან და გაცვეთასთან შერკინება და გაიმარჯვებს მხოლოდ ის, რომელიც ყველა წინააღმდეგობას დაძლევს. შეიძლება ეს იყოს ”რეალი”, შეიძლება ”ბარსა”. ვინ იცის? ეს გამოცანაა, რომელსაც სეზონის შუაში ვერ გამოიცნობ. საბოლოო შედეგზე ბევრი ფაქტორი იმუშავებს, მაგალითად ტრავმები. რა მოუვა ”რეალს”, თუკი რომელიმე ლიდერს დაკარგავს?
რადგან ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს ახლა უმჯობესია მოცდა. უკეთესია ფეხბურთით დატკბობა პლანეტის ორი უდიდესი გუნდისშესრულებით და იმ დაძაბულობით (ჯანსაღი კუთხით), რომელსაც ისინი ქმნიან. სეზონის ბოლოს ყველა დასკვნა გაკეთდება”.


