workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოიერი “ბარსას” მესამე მეკარე იქნება

ოიერი “ბარსას” მესამე მეკარე იქნება

კატალონიის “ბარსელონაში” გადაწყვიტეს, რომ გუნდს მესამე მეკარე ჰყავდეს და ეს “ბარსელონა ბ-ს” კიპერი, ოიერ ოლაზაბალი იქნება.

მომავალი სეზონიდან კლუბს სურს, რომ განაცხადში 3 მეკარე ჰყავდეს და ოიერთან უკვე მიაღწიეს შეთანხმებას. ახალგაზრდა კიპერი ზაფხულში 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს “ბლაუგრანასთან”. ოიერ ოლაზაბალი ვალდესს და პინტოს შეუერთდება. პეპ გვარდიოლას ექნება შესაძლებლობა, რომ ორის ნაცვლად სამი მეკარე გამოიყენოს პირველ გუნდში. ცნობისთვის ამ სეზონში, პეპმა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში, ოლაზაბალი შეიყვანა განაცხადში. ოიერი ასევე პირველ გუნდთან ერთად იმყოფებოდა, 2011 წლის ბოლოს გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward