დღეს “ბარსელონა” ეწევევა პამპლონას, სადაც ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს “ოსასუნას” წინააღმდეგ. პირველი დაპირისპირება კლუბებს შორის “კამპ ნოუზე” შედგა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:0.
კატალონიელთა დელეგაციამ დღეს დილით გეზი პამპლონისკენ აიღო, თუმცა ამინდის გამო მათ მარშრუტის შეცვლა მოუხდათ. საქმე ისაა, რომ პამპლონაში მაღალი ნისლიანობა აღინიშნება, ამიტომ გუნდი ჯერ ვიტორიაში ჩაფრინდება, ხოლო შემდეგ ავტობუსით დაახლოებით 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე ამოყოფს თავს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” შარშანაც შეექმნა პრობლემები პამპლონაში გამგზავრებისას. მაშინ ამის მიზეზი გახდა საჰაერო მოძრაობის კონროლიორების გაფიცვა.
