რა თქმა უნდა, ყველანი გადართულები ვართ და სულმოუთქმენლად ველით თუ, როდის დაიწყება მსოფლიო ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლობს, საუბარია მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. მაგრამ ამისდამიუხედავად არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენი საყვარელი გუნდის, დუბლების წინაშე არის ერთი მეტად საინტერესო და რთული ამოცანა, სეგუნდა ა-ში გადასასვლელად მათ მხოლოდ და მხოლოდ ორმატჩიანი დუელი აშორებთ თანაქალაქელ “სან ანდროსთან” (სწორედ ასე იკითხება კატალონიურად Sant Andreu).
“ბარსელონა ატლეტიკის” რიგებში არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც შარშან სწორედ, რომ “სან ანდროსგან” იქნა შეძენილი, ედუარდ “ედუ” ორიოლი. ორიოლს მართალია არ სურდა მეტოქედ თავისი ყოფილი გუნდი, მაგრამ ველოსიპედს ხელახლა არ გამოვიგონებ თუ კი ვიტყვი, რომ ფეხბურთი მოულოდნელობით, ხშირად კი უსიამოვნო მოულოდნელობით აღსავსე სპორტია და პრაქტიკაშიც ბლომად არის შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელი გუნდს იცვლის და მომდევნო წელს მის წინააღმდეგ უხდება თამაში.
ახლა კი შემოგთავაზებთ ორიოლის ინტერვიუს, რომელიც მან კლუბის ოფიციალურ საიტს, fcbarcelona.com-ს მისცა:
-“სან ანდროზე” მეტად მოწინააღმდეგედ “ალკორკონი” გერჩივნათ?
– ამ მსურდა, რომ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მომწეოდა თამაში, მაგრამ კენჭისყრამ ასე გადაწყვიტა და ახლა უნდა შევეგუო ამას. მე მოხარული ვიქნებოდი თუ ორივე ერთად გადავიდოდით სეგუნდა ა-ში, მაგრამ ეს შეუძლებელია.
-რა არის ყოფილი გუნდის საუკეთესო მხარეები?
-საუკეთესო მხარე ეს ნაჩო გონსალესია. ის შესანიშნავი მწვრთვნელია, რომელსაც სისტემა 100%-ით უმუშავებს, იგი საფუძვლიანად სწავლობს მეტოქეს. გარდა ამისა ეს გუნდი საკმაოდ დამაჯერებელია, კარგი პრესინგის და კონტრშეტევების შესრულება შეუძლია.
-ვისზე არის მეტი ზეწოლა?
-გასულ წელს ისინი ცდილობდნენ სეგუნდა ა-ში გადასვლას, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. მაშინ არც არავინ ითხოვდა ჩვენგან ფლეი-ოფში გასვლას. ამიტომაც მგონია, რომ უფრო მეტ ზეწოლას “სან ანდრო” განიცდის.
-რით განსხვავდება “ბარსა ატლეტიკი” “სან ანდროსგან”?
-აქ ყველაფერი ბურთის ტოტალურ კონტროლსა და განუწყვეტლივ შეტევაზეა აგებული. “სან ანდრო” კი ჯერ სწავლობს მოწინააღმდეგე გუნდის სუსტ წერტილებს დაცვაში და მერე ცდილობს გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას. ჩვენთან კი ყველაფერია ისევ ისეა, ცდილობ სწრაფი გოლის გატანას და მერე მეტი და მეტის გატანას ეცდები… მათ კი, როდესაც გოლი გააქვთ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობენ.
ინტერვიუს წყარო: fcbarcelona.com
რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდს, შევეცდები მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

კლუბის სრული სახელი Unió Esportiva Sant Andreu
დაარსების წელი: 1909, 1925
ავტონომიური ოლქი: სან ანდრო, ბარსელონა, კატალონია
მოედანი: Camp Municipal Narcís Sala ( 15,000)
პრეზიდენტი: ჟოან გასპარი(ეს ის კაცია, რომელიც ბარსას პრეზიდენტიც იყო 🙂
როგორ იცვლებოდა კლუბის სახელები:
Club de Futbol Andreuenc – (1909–25)
L’Avenç del Sport – (1911–25)
Unió Esportiva Sant Andreu – (1925–40)
Club Deportivo San Andrés – (1940–84)
Unió Esportiva Sant Andreu – (1984–დღემდე)
ჯილდოები:
კატალონიის ჩემპიონი: 1919–20, 1920–21, 1939–40.
სეგუნდა დივიზიონი ბ: 1991-92.
ტერსერა დივიზიონი: 1949–50, 1957–58, 1968–69, 1984–85, 1989–90.
კატალონიის ტასი: 2008–09
კატალონიის ისტორიულ გუნდთა ტურნირი: 2007
შემადგენლობა
მეკარეები:
1.ოლივერი
13.ხოსე მორალესი
25.ჟერარდო რუბიო
მცველები:
2.ლუსო
3.ჟუან გურიდო
4.ისმაელ მოიანო
5.მანუელ რუედა
18.ორიოლ რიკარტე
ნახევარმცველები:
6.ჟუან პონსი
7.პაბლო სიერა
8.ფრანსისკო ლორკა
11.ხორხე სანჩესი
14.ეუგენიო პლასუელო
16.აბრაამ მინერო
19.ეკტორ ბესორა
22.დანიელ მარტი
27.ფრანსესკ პიერა
თავდამსხმელები:
10.მანუელ ლანსაროტე
12.გორკა დე კარლოსი
21.ელიო ფონტანელია
მწვრთვნელი: ნაჩო გონსალესი (ბასკეთი)
P.S. თუ სურვილი გექნებათ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია უშუალოდ “ბარსელონა ატლეტიკზე” ამის მსურველებმა მომწერედ pm-ში. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ეს სიახლე წაიკითხა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თავი შეიკავოთ არაფრისმომცემი კომენტარებისაგან 😉
სტატია მოამზადა: მამუკა უგრეხელიძემ (busquets)