ხოსე ლუის მენდილიბარის გუნდს მიმდინარე სეზონში 5 გამარჯვება და 4 ფრე აქვს ნათამაშები საშიანო არენაზე, ”რეინო დე ნავარაზე”. მათ 2011 წლის 17 აპრილის შემდეგ არ წაუგიათ შინ.
”ბარსელონა” სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩის განმეორებით შეხვედრას ”ოსასუნას” წინააღმდეგ გამართვას. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა დამაჯერებლად, 4:0 მოიგეს. ფეხბურთელებმა კი იციან, რომ ”ოსასუნა” შინ ძალიან კარგად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში შინ პრიმერას მატჩებში მათ 5 გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. თასის 1/16 ფინალში კი ფრედ ითამაშეს.
14 გატანილი და 6 გაშვებული გოლი
”ოსასუნასთან” წელს რამდენიმე ტოპ გუნდმაც ითამაშა. ”რეინო დე ნავარადან” 3 ქულის წაღება ვერცერთმა შეძლო: ”სპორტინგი” (2:1), ”სევილია” (0:0), ”მალიორკა” (2:2), ”სარაგოსა” (3:0), ”ლევანტე” (2:0), ”რაიო” (0:0), ”ბეტისი” (2:1) და ”ვილიარეალი” (2:1). სამეფო თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მენდილიბარის გუნდმა ფრედ ითამაშა ”ალმერიასთან” (1:1).
17 აპრილის შემდეგ
აღსანიშნია ისიც, რომ ”ოსასუნას” შინ 2011 წლის 17 აპრილის შემდეგ არ წაუგია, როცა პამპლონადან 3 ქულა ბილბაოს ”ატლეტიკმა” (1:2) წაიღო. გასული სეზონის მიწურულს ”ოსასუნამ” შინ ისეთი გუნდები დაამარცხა, როგორებიც არიან ”ვალენსია” (1:0), ”სევილია” (3:2) და ”ვილიარეალი” (1:0). მას შემდეგ 9 თვე გავიდა. ”ოსასუნას” დამარცხება რთული იქნება.



