“ფიფამ” 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი პეპ გუარდიოლა დაასახელა.
გასულ წელს გუარდიოლას “ბარსელონამ” მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. პეპის კონკურენტები 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობაზე იყვნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი და მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.



