“კორნელა ელ პრატზე” გამართული დერბის დასრულების შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი ადამიანი პრესისთვის გახდა რაულ როდრიგესი – ფეხბურთელი, რომელმაც თამაშის მიწურულს საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომ როდრიგესის “ხელბურთი” შეუმჩნეველი დარჩა არბიტრებისთვის.
მატჩის დასრულების შემდეგ როდრიგესმა პრესასთან განაცხადა, რომ მისი თამაშის შედეგად პენალტი უნდა დანიშნულიყო. “დიახ, მე ბურთი ხელზე მომხვდა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს, რადგან გამეორებაზე ყველაფერი კარგად გამოჩნდება.”
როდრიგესმა აღიშნა, რომ მას ხელით განზრახ არ უთამაშია. ასეა თუ ისე, მატჩის დასაწყისში არბიტრმა ლეო მესი სწორედ ხელით თამაშის გამო გააფრთხილა, როდრიგესი დაუსჯელი დარჩა, “ბარსამ” კი ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგა.



