ლონდონის ”ჩელსის” ნახევარმცველმა, ხუან მატამ СМИ-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ბარსა” და ”რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან.
”რეალი” და ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან. რა თქმა უნდა, ჩემპიონობისათვის ”ჩელსიც” იბრძოლებს, მაგრამ მთავარი კანდიდატები ამ ჩემპიონატის მოგებისა მაინც ესპანური გრანდები არიან. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი გრანდი ტურნირს უკვე გამოემშვიდობა” – განაცხადა მატამ და დაამატა, რომ კატალონიელებისა და “სამეფო კლუბის” დომინირება ნაციონალურ ჩემპიონატში ეჭვს არ იწვევს.
