კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქალაქი როსარიო და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სწორედ იქ ცხოვრებას აპირებს. ცნობისთვის ლეო არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა, რომელიც სანტა ფეს პროვინციას მიეკუთვნება:
” როდესაც ჩემი კარიერა დასრულდება, მე აუცილებლად როსარიოში ვიცხოვრებ. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. იქ ჩემი სახლია, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები. მე ვამაყობ, რომ ხალხმა იცის ჩემი მშობლიური ქალაქის შესახებ,” განაცხადა ლიონელ მესიმ.
