საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დღეს გაავრცელა, რომ კლუბმა შეთანხმებას მიაღწია ხოსე მანულ პინტოსთან (36) კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე, 2013 წლის 30 ივნისამდე.
ის დღე, თუ როდის გახანგრძლივების პინტო კონტრაქტს ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მალე გახდება. პინტომ მიმდინარე სეზონში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სამეფო თასის ორ მატჩში ”ოსპიტალეტთან” და ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ”ბატესთან”. ამ დროისთვის მას მიმდინარე სეზონში გოლი გაშვებული არ აქვს.
საერთო ჯამში მას ”ბარსელონას” რიგებში 38 მატჩი აქვს გამართული. საკუთარ კარში კი 28 ბურთი მიიღო.
