ლეო მესის არასდროს უთამაშია წლის პირველ მატჩში მას შემდეგ, რაც ”ბარსელონას” პირველი გუნდის წევრია.
ყველა მიეჩვია, რომ ლეო ”ბარსელონას” თითქმის ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სტატისტიკა გვაჩვენებს: არგენტინელს წლის პირველ მატჩში მონაწილოება არ მიუღია ბოლო 6 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც ის პირველი გუნდის წევრია. დიდი ალბათობით ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. მესი არდადეგებიდან 2 იანვარს დაბრუნდება. მას მხოლოდ 1 დღე ექნება სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩისთვის მოსამზადებლად. თუკი პეპი ჩათვლის, რომ ეს არასაკმარისია ლეო ტრადიციას გააგრძელებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ის გამოტოვებს შეხვედრას მის სასარგებლოდ იმოქმედებს, რადგან ტრადიცია ტრადიციაა.

წლის დასაწყისი – ერთადერთი დასვენება მესისთვის
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.