მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში:”ბარსას” ნეიმარი სჭირდება”

ალვეში:”ბარსას” ნეიმარი სჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ მის გუნდს აუცილებლად სჭირდება “სანტოსის” შემტევი ნეიმარ და სილვა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანა” დაინტერესებულია 19 წლის ბრაზილიელით:

” მე გავიგე, რომ “ბარსელონა” ნეიმარის შეძენას 2014 წელს აპირებს. ვთვლი, რომ არ ღირს 2014 წლამდე მოცდა. ნეიმარი ძალიან კარგი შენაძენი იქნება და ეს ტრანსფერი მალე უნდა განხორციელდეს, რადგანც არავინ იცის რა მოხდება 2014 წელს,” დაასრულა დანიელ ალვესმა.

ცნობისთვის ნეიმარი 2010 წლიდან ასპარეზობს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში და ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში