მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სესკ ფაბრეგასმა ინტერვიუ მისცა ”Sky Sports”, სადაც ისაუბრა ”არსენალში” გატარებულ დროზე და გაგვიზიარა შთაბეჭდილებები კატალონიურ კლუბზე.

ოცნება

”მე ყოველთვის ვოცნებობდი ფეხბურთელობას, თუმცა სულ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები თამაშობდნენ. ახლა როცა წარსულზე ვფიქრობ მაინტერესებს, რატომ ვარ ამ ადამიანთა სიაში? ვფიქრობ, რომ ეს დიდი შრომის, ბედის და ამასთანავე იღბლის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობს სპორტში” ”არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ერთხელ არჩევანზე დაფიქრდა: ”16-იდან 20 წლამდე პერიოდში დადგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო: ან შენ იქნები კარგი ფეხბურთელი ან დიდებული”.

ცხოვრება ბარსელონაში

”კატალონიაში დაბრუნებისას გაოერებული გრძნობა მქონდა. მე კვირას ჩამოვედი, ორშაბათს კი 14.000 მაყურებელი მოვიდა სტადიონზე, რათა ჩემი პრეზენტაცია ენახათ. ყველაფერი ერთი საათი გაგრძელდა და ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე იყო, ამასთანავე ნაღვლიანი, რადგან წინა დღით ლონდონი დავტოვე”. ინტერვიუს დროს სესკი ჟურნალისტს მის ბანას ათვალიერებენიბეს და აჩვენებს ორ ფოტოს, რომლებიც ლონდონიდან ჩამოიტანა. პირველ მათგანზე ის ”არსენალის” გერბს კოცნის: ”მე იქ საუკეთესო და დაუვიწყარი წლები გავატარე. ”არსენალში” გადასვლა ძალიან რთული ნაბიჯი იყო, თუმცა ჩემი ოცნება ”ბარსელონაში” თამაში იყო. როცა ლონდონს ვტოვებდი ყველას მადლობა გადავუხადე”. მეორე სურათზე ის დედოფალს ელიზაბეტს ხვდება: ”ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლონდონში”.

გვარდიოლას ”ბარსელონა”

ფაბრეგასი აღიარებს, რომ როგორც ფეხბურთელს მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა: ”მე ვსაჭიროებდი გაზრდას და მჭირდებოდა მოტივაცია, განსხვავებული იმათგან, როგორიც 16 წლის ასაკში მქონდა. სწორედ ამიტომ ”ბარსელონაში” დაბრუნება ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. დაბრუნება საოცარი იყო, რადგან 10 დღეში 2 ტიტული მოვიგე, რაც რაღაც განსხვავებული იყო”.  ვენგერზე და გვარდიოლაზე საუბრისას სესკი ამბობს: ”ისინი გვანან ერთმანეთს, რადგან უყვართ ფეხბურთი და სამუშაო. გვარდიოლასთან 6 თვის მუშაობისას ბევრი ახალი რამ ვისწავლე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში