მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი:”ყოველდღე რაღაც ახალს  ვსწავლობ მესისაგან”

სანჩესი:”ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ მესისაგან”

კატალონიის “ბარსელონას” ჩილელმა შემტევმა ნახევარმცველმა ალექსის სანჩესმა ისაუბრა თავის მდგომარეობაზე კატალონიურ კლუბში:

“აქ გატარებულ დროში ჯერ მე არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. მე ახალ კლუბში ბევრ რამეს ვსწავლობ და უფრო ვიზრდები როგორც პროფესიონალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მაძლევს ყველა საშუალებას, რათა უფრო გავიზარდო. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთან. მე ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ ლიონელ მესისაგან. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,” განაცხადა ალექსის სანჩესმა.

ცნობისთვის ჩილელი 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა კატალონიურ კლუბს და უკვე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში