მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინდვის საფარი მოგვიანებით შეიცვლება

მინდვის საფარი მოგვიანებით შეიცვლება

”ნოუ კამპზე” მინდვრის საფარს სამეფო თასის მატჩის შემდეგ შეცვლიან, რომელიც ”ოსასუნასთან” 4 იანვარს გაიმართება.

დღეს კლუბის ხელმძღვანელობამ ყველა კითხვას პასუხი გასცა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ”ნოუ კამპზე” სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც 4 იანვარს გაიმართება სათასო შეხვედრა ”ოსასუნასთან”. პირველი მატჩი ახალ გაზონზე 15 იანვარს ჩატარდება, როცა პრიმერას მე-19 ტურში ”ბარსა” უმასპინძლებს ”ბეტისს”. ამგვარად კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაგაზავნილი თხოვნის დაკმაყოფილება აღარ მოითხოვა.

ამასთანავე გადაწყდა, რომ ახალი საფარი გერმანული იქნება, რადგან ამ ქვეყნის ბალახი კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას. საჭიროების შემთხვევაში გაზაფხულზე საფართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩატარდება დამატებითი სამუშაოები.

P.S. ესეც ჩემი 1100 სიახლე ბარსამანიაზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში