დორტმუნდის ”ბორუსიის” ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშის სურვილზე ისაუბრა.
”თუკი არჩევანის გაკეთება ინგლისურ და ესპანურ ლიგებს შორის მომიწევს მე ესპანურს ავირჩევ. ჩემი სტილის ფეხბურთელები ესპანეთში უფრო ლაღად იგრძნობენ თავს, ვიდრე ინგლისში. ამას გარდა ”ბარსელონაში” თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ამჟამად დორტმუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ, კლუბთან კონტრაქტი კი 2014 წლამდე მაქვს გაფორმებული” – დაასრულა გიოტცემ.

გიოტცე: ”ესპანეთის ჩემპიონატჩი თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.