საერთაშორისო ტურნირის შემდეგ “ბარსელონა” არასდროს დამარცხებულა, თუმცა გამარჯვებაც არასდროს მოუპოვებია. 1992/93 წლებში მათ ფრე 3:3 ითამაშეს “რაიო ვალიეკანოსთან”, ხოლო 1:1 “ატლეტკოსთან” (2006/07) და “ვილიარეალთან” (2009/10).
“ბარსა”-“ვილიარეალი” 2/1/10
მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, დაბრუნდა და გამარჯვება ვერ მოახერხა “ვილიარეალთან” მატჩში. ანგარიში პედრომ გახსნა მე-7 წუთზე, ხოლო 50 წუთის შემდეგ ფუსტერმა აღადგინა წონასწორობა. საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
“ბარსა”-“ატლეტიკო” 21/12/06
კატალონიელებმა მარცხი იწვნიეს საკლუბო მუნდიალზე, ასევე ტრავმა მიიღეს მესიმ და ეტო’ომ. “ატლეტიკოსთან” მატჩში რონალდინიომ ბრწყინვალედ გამოიყენა საჯარიმო დარტყმა და გახსნა ანგარიში, თუმცა მეორე ნახევარში კუნ აგუერომ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში აქაც 1:1 დაფიქსირდა.
“რაიო ვალიეკანო”-“ბარსა” 20/12/93
“ბარსელონამ” მარცხი იწვნია საერთაშორისო ტურნირზე და დაბრუნებისას “რაიო ვალიეკანოსთან” ჰქონდა მატჩი. პირველი ორი გოლი “რაიომ გაიტანა” და პლუს ამას, კატალონიეთა მხრიდან გააძევეს სტოიჩკოვი და კუმანი, თუმცა ამ უკანასკნელმა პენალტის რეალიზება შეძლო გაძევებამდე. ანგარიში 3:1 იყო, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” იყოჩაღეს და 2 გოლი გაიტანეს. ბოლო ორი გოლი ბარკეროსა და სალინასის ანგარიშებზეა.
ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონას” აქვს შანსი, რომ გატეხოს ეს უსიამოვნო ნავსი და დაამარცხოს “ჰოსპიტალეტი” “კამპ ნოუზე”.



