მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”მომწონს ყველაფერი, რასაც გვარდიოლა აკეთებს”

დელ ბოსკე: ”მომწონს ყველაფერი, რასაც გვარდიოლა აკეთებს”

ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ”ბარსელონას” გამარჯვებას ესპანური ფეხბურთის უპირატესობის კიდევ ერთი დამტკიცება უწოდა.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა: ”ესპანური ფეხბურთი მსოფლიოში საუკეთესოა და ”ბარსელონას” გამარჯვებამ კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი მოგვცა. ჩვენ ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს, ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის, ხოლო სხვა ტურნირებშიც არ განვიცდით ესპანური კლუბების ნაკლებობას”.

რაც შეეხება ”ბარსას” მწვრთნელს, დელ ბოსკემ განაცხადა: ”მე მომწონს ყველაფერი, რასაც გვარდიოლა აკეთებს”. ასევე მან ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის ტრავმაზე ისაუბრა: ”იმედი მაქვს, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდება. მე ვესაუბრე ექიმს და მისი პროგნოზი დიდ იმედს მაძლევს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში