
ესპანეთის ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განცხადება გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. ესპანელი “ელ გუახეს” აზრით, რომელიც “ბარსელონამ” 42 მილიონ ევროდ შეიძინა, მსოფლიოს წლევანდელი ფავორიტები ინგლისის ეროვნული ნაკრები და ევროპის2008 წლის ტრიუმფატორი, ესპანეთის ნაკრები არიან, სადაც ის ასპარეზობს კიდეც.
44 წლის წინ ინგლისმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის პირველი და უკანასკნელი ტიტული, ხოლო მას შემდეგ ინგლისს არაფერი მოუგია. დავიდ ვილიამ Sun-თან საუბრისას აღნიშნა:
“ფაქტია, მათ ყოველთვის საუკეეთსო შემადგენლობა ყავთ , მათი შემადგენლობა საკმარისია მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, ისევე როგორც ესპანეთის ნაკრების შემადგენლონა. არ მეთენხმებით?
მაგრამ ისინი ასე არიან ყოველთვის, და მოიგებენ წელს?
ვფიქრობ ინგლისს შესანიშნავი თაობა ყავს, რათა შევძლოთ მათი ხილვა ფინალში, თუმცა ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
ინგლისს ყოველთვის ძლიერი გუნდი ყავდა, ახლა მათი ნაკრები დაკომპლექტებულია ერთნაირად ძლიერი ფეხბურთელებით, როგორც დაცვაში და ნახევარდაცვაში, აგრეთვე თავდასმაში.” დაამატა დავიდ ვილიამ.
“მე ძალიან მომწონს მათი ყველა ფეხბურთელი, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი უეინ რუნის, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში. რაც შეეხება ლამპარდს და ჯერარდს, ისინი ყოველთვის შესანიშნავად თამაშობდნენ და ვფიქრობ ასე გააგრძელებენ კარიერის დასრულებამდე.”
soccerway.com