მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “ძალიან მალე მნახავთ მინდორზე”

ვილია: “ძალიან მალე მნახავთ მინდორზე”

ფეხბურთელს, რომელმაც გუშინ შუადღეს ოპერაცია გაიკეთა, სურდა, რომ მადლობა გადაეხადა მეგობრებისთვისა და ფანებისთვის, რომლებიც მას გვერდში ედგნენ მძიმე დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასტურიელის სანახავად ტიტო ვილანოვა მივიდა.

 

წვივის ოპერაციის შემდეგ დავიდ ვილიამ მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და ფანებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოხატავდნენ ასტურიელისადმი. ფეხბურთელი ასევე მადლიერი იყო ტიტო ვილანოვასი, რომელიც ჰოსპიტალში ესტუმრა დავიდს.

 

“ორი საათი დამჭირდა გონების აღსადგენად. სულ მალე დასრულდება მარცხენა ფეხის რეაბილიტაცია. მომავალს დიდი იმედით ვუყურებ და დავბრუნდები მოედანზე საბრძოლველად. დაუღალავი შრომისა და ხალხი მხარდაჭერის წყალობით, ძალიან მალე მნახავთ მინდორზე და ისევე მივიღებ ფეხბურთით სიამოვნებას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=OK2VvLO-AFk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში