კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ახლანდელი “ბლაუგრანა” მსოფლიოში საუკეთესოა.
“ახლანდელი “ბარსელონა” ისტორიაში საუკეთესოა. ასეთ მაღალ მწვერვალზე დიდხანს გაჩერება ძალიან რთულია, მაგრამ ფეხბურთელები გვარდიოლასთან ერთად ამას ახერხებენ.”
“ჩვენ ამ სეზონში უკვე სამი თასი მოვიგეთ, ასე რომ თუ დარჩენილი სამიდან ვერცერთი მოვიგეთ, სეზონს უტიტოლოდ მაინც არ ჩავამთავრებთ. თუ რამდენიმე თასით მეტს მოვიგებთ, უკეთესი იქნება.” – დაასრულა როსელმა .
