მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “არაფრის საშუალება არ მივეცით “სანტოსს”

მესი: “არაფრის საშუალება არ მივეცით “სანტოსს”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “სანტოსს” არანაირი შანსი არ ჰქონია კატალონიურ გრანდთან. იტყობინება პრესა.

 

“ჩვენ მათ საერთოდ არაფრის საშუალება არ მივეცით”. იტყობინება არგენტინელი. “ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ვითამაშეთ ისე, როგორც საუკეთესოდ გამოგვდის – ვაგორავებდით ბურთს და ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას. აი ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო”.

 

“მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონელებს თბილი დახვედრისათვის. წინა ჩამოსვლაზეც ისე ვგრძნობდით თავებს, როგორც საკუთარ სახლებში. იმედი მაქვს, შემდეგ წელსაც დავბრუნდებით ტოკიოში”. დაასრულა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში