მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია მსოფლიოში”

ნეიმარი: “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია მსოფლიოში”

ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელმა ნეიმარმა, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, სადაც მისი გუნდი დამარცხდა კატალონიის “ბარსელონასთან ანგარიშით 0:4, განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მის გუნდს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში სჯობდა.

 

“ნამდვილად არ ვიცი შეუძლია თუ არა რომელიმე გუნდს მათი დამარცხება. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ “ბარსელონა” ამ დროისათვის საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. კატალონიელებმა ჩვენ გვაჩვენეს, თუ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში. ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურს უამრავი ფანტასტიკური ფეხბურთელი ატარებს. დღევანდელი დღე ძალიან კარგი გაკვეთილი იყო “სანტოსისთვის”. ამის მიუხედავად, მაინც გახარებული ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მეორე გუნდი გავხდით და დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება ამ ტურნირში მონაწილეობის საშუალება.” –განაცხადა ახალგაზრდა ვარსკვლავმა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი “მუნდიალიტოს” მესამე საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული მესის და ჩავის შემდეგ და მიიღო “ბრინჯაოს ბურთი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში