workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ პალერმო – მეტსახელად გიჟი

მარტინ პალერმო – მეტსახელად გიჟი

პირველი პალერმოს ნაკლებად ამბიციურობა გახლდათ, 36 წლის ფორვარდს კარგად ესმის, რომ ძირითად შემადგენლობაში არავინ ათამაშებს და შესაბამისად, მისგან პრეტენზიებსაც არ უნდა ველოდოთ, რაც ხშირად ახასიათებთ ტემპერამენტიან სამხრეთამერიკელებს და საბოლოო ჯამში, თავისდაუნებურად გუნდში დესტაბილიზაცია შეაქვთ ხოლმე.

[media=http://www.youtube.com/watch?v=m3WuPNddB3c]

მეორე და მთავარი ფაქტორი კი, მისი გამოცდილებაა. “ელ ლოკოს” ზურგს 19 წლიანი სტაჟი და 240 გატანილი გოლი უმაგრებს. თუმცა, კოპა ამერიკაზე კოლუმბიასთან გაცუდებულმა სამმა პენალტმა მაინც შავი ლაქა დაამჩნია მის კარიერას. “ელ ლოკოს” ეს “გმირობა”, გინესის რეკორდშიც კი შევიდა.
ასეა თუ ისეა, პალერმოს მოედანზე ხილვა მაინც საინტერესო იქნება, მართალია “ელ ლოკომ” სამი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი გოლები აქვს გატანილი, ავ თვალს არ ენახება.

[media=http://www.youtube.com/watch?v=rTnL40a517E]

ალბისელესტეს ძალიან თუ გაუჭირდა, მოედანზე ალბათ სასწაულმოქმედი პალერმო გაჩნდება. აბა სხვას ვის შეუძლია 40 მეტრიდან გოლის თავით გატანა, ანაც მეტოქისთვის საკუთარ ნახევარზე ბურთის ართმევა და 61 მეტრიდან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში