მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “ბაიერი” ნორმალური ვარიანტია”

როსელი: “ბაიერი” ნორმალური ვარიანტია”

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა თავიდანვე გამოთქვეს კმაყოფილება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების კენჭისყრით. როგორც მოგეხსენებათ, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მეტოქე ლევერკუზენის “ბაიერი” იქნება. ამის შესახებ ასევე ისაუბრა კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. მისი თქმით, გერმანული გუნდი ნორმალური მეტოქეა და მისი გუნდი შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

 

“ბაიერი” ნორმალური ვარიანტია. საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს შენი მოწინააღმდეგე, მაინც მოუძებნი პლიუსებსაც და მინუსებსაც. ჩვენ ლევერკუზენელები შეგვხვდნენ და ამით კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზადაა მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად.” –განაცხადა როსელმა.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გერმანიაში, “ბაიერის” სტადიონზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში