ბოლო დროს მსოფლიოს პრესაში გავარდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი დავიდ ვილა ლონდონის “ჩელსიში” აპირებს გადაბარგებას. ამ ჭორს იმდენი მითქმა–მოთქმა მოჰყვა, რომ თავად “ლურჯების” მწვრთნელს, ანდრე ვილაშ–ბოაშსაც კი მოუხდა კომენტარის გაკეთება.
“არ მგონია ვილა “ჩელსიში” გადმოვიდეს. ეს ფეხბურთელი “ბარსელონას” 40 მილიონი ევრო დაუჯდა და ნამდვილად გაამართლა კიდეც. იგი კატალონიურ გრანდში უდიდეს სამუშაოს ასრულებს. ასე რომ ნამდვილად ძალიან მცირეა მისი ლონდონში გადმობარგების შანსი.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
როგორც მოგეხსენებათ, ესპანელმა გოლეადორმა გუშინ, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც მისი გუნდი “ალ სადის” ეთამაშებოდა, ფეხი მოიტეხა და 4–დან 6 თვემდე ვერ მოახერხებს მოედანზე გამოსვლას. ასე რომ ეს უდიდესი დანაკლისი იქნება “ბარსელონასთვის”.
