ისააკ კუენკა, რომელსაც “ბარსელონამ” ახალი კონტრაქტი შესთავაზა, უკმაყოფილოა პირობებით. როგორც ყოველდღიური კატალონიური გამოცემა “სპორტი” იტყობინება, ესპანელ ფეხბურთელს არ მოსწონს რაღაც–რაღაცეები და შესაძლოა ამის გამო გუნდის შეცვლაც კი მოუხდეს.
როგორც გაირკვა, “ბარსას” ხელმძღვანელობის მიერ კუენკასთვის გამზადებულ ახალ კონტრაქტში ბევრი დარღვევაა. დარღვევაში თავად ფეხბურთელი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მისი შემოსავალი კიდევ ორი კანტერანოს, ტიაგო ალკანტარას და მარტინ მონტოიას შემოსავალზე ნაკლებია და ეს ძლიერ არ მოსწონს ისააკს.
როგორც მოგეხსენებათ, კუენკას კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება და ვნახოთ საბოლოო ჯამში რითი დასრულდება ეს გაურკვევლობა.


