მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის შევძლებთ რომეუს დაბრუნებას?

როდის შევძლებთ რომეუს დაბრუნებას?

ანდრე ვილაშ-ბოაშმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების ერთ-ერთი  კითხვა ყოფილ კანტერანოს, ორიოლ რომეუს ეხებოდა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ  როდის იქნებოდა შესაძლებელი რომეუს “ბარსელონაში” დაბრუნდება. ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი არ მოელოდა ამ შეკითხვას, მაგრამ მან მაინც გასცა პასუხი: “რომეუ არც ამ და არც მომავალ სეზონზე “არ წავა “ჩელსიდან”, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

როგორც ცნობილი გახდა რომეუს ყიდვა “ბარსას” გეგმაში 2012/13 წლების სეზონში ჯდება. ისინი მზად არიან მინიმუმ 10-15 მილიონი გადაიხადონ.

 

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი (რომეუ) ერთმანეთს უკვე მოელაპარაკნენ და შეთანხმდნენ, რომ თუ  “ბარსამ” 2012/13 წლების სეზონში  “ჩელსის” შესთავაზა ფული მის სანაცვლოდ და ლონდონურმა გუნდმა ვერ მოახერხა უკეთესი პირობების შეთავაზება ფეხბურთელისთვის, მაშინ ორიოლ რომეუ კატალონიაში დაბრუნდება.

 

“ჩელსისთან” კონტრაქტი რომეუს 2013 წლამდე აქვს, მაგრამ თუ გუნდის ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვა უფრო ადრე გადაწყვიტა, ფეხბურთელი ყველა ვარიანტში დაიბრუნებს “ბლაუგრანელის” წოდებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში