მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “ბარსელონას” არანაირი უპირატესობა არ აქვს”

მოურინიო: “ბარსელონას” არანაირი უპირატესობა არ აქვს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მიუხედავად 1:3 მარცხისა “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” წინააღმდეგ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონს მაინც მისი გუნდი უდგას სათავეში და განაგებს ჩემპიონატს.

“მე კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი სიტუაციით. “რეალს” ერთი მატჩი კიდევ ჩასატარებელი აქვს და სამი ვარიანტი გვაქვს: დავასრულებთ წელს იმდენივე ქულით, რამდენითაც “ბარსელონა”; ვაჯობებთ კატალონიელებს ერთი ქულით; ან ვაჯობებთ მათ 3 ქულით.”

“ბარსა” არანაირ უპირატესობას არ ფლობს. მათ იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც ჩვენ და უკვე შაბათს ჩამოგვრჩებიან ერთით ან სამი ქულით. “კლასიკოში” არც მარცხი დაგვაკარგინებდა საკუთარ თავში რწმენას და არც გამარჯვება.” –დაასრულა მოურინიომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში