როგორც მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიის “ბარსელონა” სრული შემადგენლობით გაემართა იაპონიაში, რათა მონაწილეობა მიიღოს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში. “ბლაუგრანას” ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ, რომელიც რა თქმა უნდა გუნდთან ერთად იმყოფება, საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ძილი დაუფრთხა და ვეღარ ახერხებს ერთ ადგილზე გაჩერებას.
“ახლა დილის 6:36 საათია აქ, იოკოჰამაში და აღარ შემიძლია, ვეღარ ვიძინებ.”
“ბარსას” ცენტრალურმა მცველმა თავის პატარა წერილში ისაუბრა დღის გეგმაზე. ესპანელის თქმით, ის ჯერ კლუბთან ერთად ივარჯიშებს, ხოლო შემდეგ გაივლის და გაეცნობა ადგილობრივ კულტურასა და წესებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ასეთ ქვეყანაში ყოფნით.
“რამდენიმე საათში ვარჯიში, ხოლო შემდეგ წასვლა ტოკიოში და ადგილობრივი წესების და კულტურის უფრო ახლოდან გაცნობა. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ისეთ ქვეყანაში ყოფნა, როგორიც იაპონიაა.”
